16:44 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 15:20:47, 3223 ნახვა

კალაძემ დღეს მეორეჯერ დადო პირობა რომ თბილისში ტრამვაის გაიყვანს, პირველი პირობა 2019 წელს დადო და არ შეასრულა

35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

ეს კალაძის პირველი დაპირება არაა, ანალოგიური დაპირება თბილისის მერმა 2019 წელსაც გასცა. 

მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.

„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი.  დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების  შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, - განაცხადა მერმა.

 

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი დიღმის მიმართულებით, ტრამვაის ან მიწისზედა მეტროს ხაზის მოწყობის პერსპექტივაზე საუბარი დედაქალაქის მერიამ ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო.

მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ უახლოეს მომავალში, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტენდერს გამოაცხადებდა თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე:

"ეს ნიშნავს, რომ ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს... კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება", - ამბობდა 2019 წელს კახა კალაძე.

კიდევ ერთი პირობა რომელიც არ შესრულდა გაიცა 2018 წლის 22 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს აცნობა, რომ დაგეგმილი იყო სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენება.

მისი მტკიცებით, მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. ღირებულება კი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა.

იგეგმებოდა 8 ახალი სადგურის მშენებლობა და ეს მარშრუტი მოემსახურებოდა 200 000-ზე მეტ ადამიანს.
კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევიდოდა შვიდი ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი