|
2025-08-20 14:38:25, 1138 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია
„ისინი მოითხოვენ იმ სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ უკვე საკუთარი ხელით შევაჩერეთ — სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია“, - ასე გამოეხმაურა"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51 წევრის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიუროკრატია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები სრულ აბსურდულ მდგომარეობაში არიან. „ჩვენ უკვე, ჩვენივე გადაწყვეტილებით, შევაჩერეთ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავად ხედავთ, რა რთულ მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ისინი მოითხოვენ იმ სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ უკვე საკუთარი ხელით შევაჩერეთ. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდულ მდგომარეობაშია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები ამ აბსურდულ მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)