05:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 17:56:39, 1149 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, - ამის შესახებ კობახიძემ გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.  მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით,  წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, გასულ 4 წელს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა ამ კუთხით,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics