15:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 02:23:26, 2542 ნახვა

კომენტარი
ტრამპმა პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრისთვის მზადების დაწყების შესახებ განაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ თქვა. ინფორმაცია და ვრცელი განცხადება აშშ-ს ლიდერმა Truth Social - ზე გაავრცელა.

"მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამორჩეულ სტუმრებთან: უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუთესთან თეთრ სახლში.

შეხვედრა დასრულდა ოვალურ კაბინეტში შემდგომი შეხვედრით.

შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომლებიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მიერ მიეცემა აშშ-ის კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობის შესაძლებლობით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც გაიმართება მოგვიანებით, ზელენსკისთან ერთად შეთანხმებულ ადგილას. 

ეს ძალიან კარგი, დროული ნაბიჯია ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დეი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი კოორდინაციას წევენ რუსეთთან და უკრაინასთან.

„გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ -წერს დონალდ ტრამპი 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics