2016-03-22 12:19:26, 2165 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტო 120 ბენეფიციარს გადაამზადებს
აჭარის დასაქმების სააგენტომ 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში სწავლა დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეპროგრამის მიხედვით 120 ბენეფიციარი შემდეგ სპეციალობებში გადამზადდება: ბართენდერი, ელექტრო შემდუღებელი, კონდიტერი, მზარეული, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, სტილისტი და გაზის შემდუღებელი. პროფესიებში თეორიულ სწავლებასთან ერთად ბენეფიციარები შეისწავლიან უცხო ენებს ( რუსული, ინგლისური) და გაივლიან საწარმოო პრაქტიკის ორთვიან კურსს.
პროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია- ,,დემოკრატიის ინსტიტუტი’’ ახორციელებს. სწავლებას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ და პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი’’ უზრუნველყოფენ.
სწავლებას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ და პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი’’ უზრუნველყოფენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან