03:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 16:03:59, 1853 ნახვა

საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო

ბუნების დასაცავად და ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CFN) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს.

ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა და ფრინველის სიმბოლოს იყენებენ რათა ერთად შეიტანონ  საკუთარი წვლილი ბუნების დაცვის პროცესში.

ამჟამად საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის არის საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებელს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც ეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. კომპანია მხარს უჭერს სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ინვესტორებს, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

“ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, ბრენდის ღირებულება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიისადმი სანდოობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია იმ სიკეთეების გაზომვა, რომელსაც ორგანიზაცია ქმნის როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული დიდ ბრენდებსა და კომპანიებზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივას, რომელიც ორგანიზაციებს მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორთა მოლოდინებსა და საბაზრო ტენდენციების გამოსახატად დამკვიდრებულია ხარისა და დათვის სახით ძლიერი ცხოველების სიმბოლური გამოყენება. Galt & Taggart-ის მიზანი კი იყო მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონედ რეგიონისათვის დამახასიათებელი ცხოველის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Galt and Taggart-მა მის ლოგოდ შეარჩია კავკასიის ენდემური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა - კავკასიური ჯიხვი. ეს უნიკალური ცხოველი მისი სისწრაფით, მოძრაობის სიზუსტითა და სიმტკიცით ეხმიანება და გამოკვეთს Galt & Taggart-ის ღირებულებებსაც- კომპანიის პროფესიონალიზმს, სტაბილურობასა და განვითარებისკენ უწყვეტი სწრაფვას.

"გალტ & თაგარტი ლოგოში კავკასიურ ჯიხვს იყენებს - რაც საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ჩვენს ჩართულობას კიდევ უფრო მეტად სიმბოლურს ხდის. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ინიციატივის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების დაცვის პროცესში“ , - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics