|
2016-03-22 11:45:29, 1797 ნახვა
რეგიონი
ხულოსა და შუახევის სამედიცინო პუნქტებს მედიკამენტები გადაეცა
სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები გადეცათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტებისათვის მედიკამენტების მიწოდებას ტენდერში გამარჯვებული ფარმაცევტული კომპანიები „ავერსი“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ უზრუნველყოფენ. მედიკამენტების გადაცემის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2016 წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით, წნევის საზომი აპარატებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. პროგრამის სრული ვერსია: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/013b7211e557496395b766561da6.pdf
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)