|
2025-08-12 11:26:44, 1444 ნახვა
ეკონომიკა
მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტო დასვენებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა მოგზაურობა რომ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, აუცილებელია ავტომობილის სათანადოდ მომზადება. სავალი ნაწილის, ფრეონისა და აკუმულატორის შემოწმება ის ძირითადი სერვისებია, რომლებიც ავტომობილმა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამ პროცესში კი გზაზე მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების თანამგზავრი „თეგეტა მოტორსი“ იქნება.
ლევან სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მთავარი ტექნიკური ოფიცერი: „ავტომობილის მომზადება და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფაა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში, როგორც წესი, შორ გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ, პირველ რიგში, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობით უნდა დავინტერესდეთ. სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - აკუმულატორზე. ის მაღალი ტემპერატურის მიმართაც ერთ-ერთი მგრძნობიარე დეტალია. ზაფხულში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე ვიზრუნოთ“. როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობაც. ამიტომ შორ გზაზე გადაადგილებამდე აუცილებელია, შემოწმდეს გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე.
„თუ ავტომობილის გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილში ფრეონის არასაკმარისი დონე შესაძლებელია არაკომფორტული გადაადგილების მიზეზი გახდეს და ძლიერ სიცხეში სალონის საკმარისი გაგრილება ვერ უზრუნველყოს. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობაზე. Როგორც წესი, ორივე ფილტრი ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც უფრო სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი“, - ამბობს ლევან სუხიტაშვილი. რაც შეეხება სავალი ნაწილის შემოწმებას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზეც. ეს ნაწილები ცვეთადია და ზაფხულში მათი შემოწმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხრუჭე სითხის კონტროლიც, რადგან, როგორც კი მისი სამუშაო რესურსი ამოიწურება, ეფექტიანობას კარგავს. ამიტომ უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.
აუცილებელია საბურავების სეზონური ცვლილებაც, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებას. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. ზაფხულის საბურავს მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია. ავტომობილების სეზონური დიაგნოსტიკა და საჭირო დეტალების შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)