00:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 16:16:33, 1943 ნახვა

სამართალი
აქციების დროს დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა. 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადასინჯა - მჭედლიშვილის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც რვავე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"მიმალვის საფრთხეზე სასამართლომ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ არ არსებობს. შესაბამისად ახალი არგუმენტი არ წარმოუდგენია პროკურატურას და ამ საფრთხეზე აღარც იმსჯელებს და რაც შეეხება განმეორებით დანაშაულს - სასამართლო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოცემულ საკითხს იხილავს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს" - რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა მოსამართლემ.

საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია, სასამართლო დაცვის მტკიცებულებებს განიხილავს.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics