|
2025-08-08 16:09:36, 2603 ნახვა
ეკონომიკა
კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
კინომოგზაურობა შედგა - თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს. „კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა. 6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა - ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, ქობულეთში, ვანსა და ზუგდიდში. მაყურებლები პირისპირ შეხვდნენ რეჟისორებს - ილო ღლონტს, გიორგი თავართქილაძეს, ანკა გუჯაბიძეს, უტა ბერიას, თამთა ხალვაშს, მელანო სოხაძეს, დავით ფირცხალავას და სხვებს. გაიმართა არაერთი საინტერესო დისკუსია. კინოპროექტის დასკვნითი ჩვენება 10 აგვისტოს, ახალციხეში გაიმართება და წარმოგიდგენთ თაკო რობაქიძის, ვაჟიკო ჩაჩხიანისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს - „მცოცავი ოკუპაცია“, „ზამთრის თბილი დღე“, „8 წუთი“ და „10:45“. კინოჩვენებას ახალციხეში შეხვედრების სივრცე - „კანტორა“ უმასპინძლებს (გრიგოლ ხანძთელის #30). დასწრება თავისუფალია და ტრადიციულად, ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ფილმების რეჟისორებს. რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ აახლოებს ხელოვნება ადამიანებს; ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აღრმავებს საერთო ღირებულებებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)