00:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 14:14:06, 1552 ნახვა

სამართალი
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

"ჩემი საბოლოო სიტყვა ის არის, რომ სასამართლომ ჩვენი საქმე ობიექტურად განიხილოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვთვლი უდანაშაულოდ" - თქვეს ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვის სახით.

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.

დავით ლომიძეს  და თემურ ზასოხაშვილს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ლომიძეს ხერხემალი აწუხებს, ადვოკატი მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებს. 

ლომიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშიც იყო გადაყვანილი.

დაკავების შემდეგ, მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics