|
2016-03-21 19:31:00, 630 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო დაუნის სინდრომის კვირეულს შეუერთდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაუნის სინდრომის კვირეულს შეუერთდა და საერთაშორისო დღე სამინისტროს ეზოში ხალისიანი აქციით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლა. აქციაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და სამხედროებმა პატარებთან ერთად სამინისტროს ეზოში „მზის შვილების“ სიმბოლო - მზე ფერადი ცარცებით დახატეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ბავშვებს საჩუქრად მზის ფორმის ბალიშები გადასცა. „გვინდოდა, ჯარი „მზის შვილების“ აქციას შეერთებოდა. ჩვენ, ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჯარი განსაკუთრებით არის ქართველი საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის სარკე. ჯარშიც გვყავს ასეთი შვილები. სოლიდარულები ვართ, ვმეგობრობთ, გვიყვარს სხვისი შვილებიც. სწორედ, ამის დასტურად გვინდოდა პატარა ხალისიანი აქცია გაგვეკეთებინა, სადაც ბავშვები, სამხედროები, ყველა ერთად დავხატავდით მზეს და ვეტყოდით მთელ საქართველოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჩვენ ყველანი ერთად მზის შვილები ვართ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)