09:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-07 12:28:11, 1474 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს

დღეს საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ვინ არის დამნაშავე - სწორედ ამიტომ ჩვენ ძმათა სასაფლაოზე ხაზგასმულად 7 აგვისტოს ამოვდივართ, რადგან ეს არის თარიღი, როცა რუსეთის რეგულარული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული და ცხინვალის მიმართულებით მიემართებოდნენ! 7 აგვისტოა სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი, - ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძემ თანაპარტიელებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და სრულმასშტაბიანი ომის დაიწყო, რომელიც მანამდე ისედაც დაწყებული ჰქონდა იმ მიზნით, რომ მთელი საქართველო დაეკავებინა, დაეპყრო და ქართული დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოებრიობა დაემხო.

ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ჯარმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველამ თავისი მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო. დღეს ჩვენ ვართ აქ, რათა პატივი მოვაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს. ეს გმირები სამარადჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი გმირების მაგალითზე გაიზარდონ - დიდება ჩვენ გმირებს! დიდება საქართველოს!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics