07:13 - 07 Aug, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 17:50:20, 550 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი — ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი,

“დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი — ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი, საქართველო გათავისუფლდება რუსებისგან და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ

 “ძალიან მიჭირს საუბარი, პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, გიორგი ახობაძე არის თავისუფალი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დღეს შემეძლო ეს სიტყვები მეთქვა. მისმა გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, თავდადებამ, ყველა ჩვენი რეჟიმის ტყვის სიმტკიცემ მოიტანა დღევანდელი დღე. იმის მიუხედავად, რომ დღეს მზია გამოგვტაცეს ხელიდან, ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ მზია და თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი. რეჟიმმა დაიხია უკან, რეჟიმს დაახევინა უკან თავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ბარ და  სულ ვამბობ ამ სიტყვებს - გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და მჯერა, ერთი წუთიც ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე. ცხელი ზაფხული, ცხელი სექტემბერი გველის, მაგრამ აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. მოკითხვა თითოეული რეჟიმის პატიმრებს, თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, ჩვენ თქვენთან ვართ, ძალიან მალე უკვე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება რუსებისგან და დაუბრუნდება ევროპულ გზას. ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ჩინეთი კოღოების მიერ გავრცელებული ვირუსის აფეთქების გამო COVID-19-ის ეპოქისთვის დამახასიათებელ ზომებს აღადგენს
ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ აცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი