2025-08-06 13:04:03, 529 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
![]() გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა. კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება განხორციელდა:
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო. “ჩვენ, როგორც გარე რეკლამის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია საქართველოში, მადლობას ვუხდით პარტნიორებს - სააგენტოს აწარმოე საქართველოში, თიბისი კაპიტალს და საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტს ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული გამოშვებისა და განთავსების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შეთავაზებული მოცულობის მოლოდინს, რაც ცხადად მეტყველებს ბაზრის მაღალ ნდობაზე ჩვენი კომპანიისადმი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ალმას, როგორც სანდო, სტაბილური და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციას. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ეტაპს კომპანიის ისტორიაში. იგი არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ალმას ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ხელს უწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებას. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად განაპირობებს კერძო სექტორის მდგრადობას და მომავალზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრესს”, - გიორგი ტრაპაიძე, ალმას დირექტორი. „ვულოცავთ ალმას სადებიუტო ობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. ინვესტორების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი კომპანიის სიძლიერისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობას ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. აღნიშნული ტრანზაქციით კაპიტალის ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატა და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო ტრანზაქციას განვახორციელებთ“ - გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი. თიბისი კაპიტალსა და ალმას შორის პირველი თანამშრომლობა შედგა. ვულოცავ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - ეს ალმას მიმართ ნდობას ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია განვახორციელეთ და კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში - წელს ჯამში 290 მილიონ ლარამდე მოცულობის ადგილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და 7 ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს - გალტ & თაგარტს და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე. ალმა უკვე 30 წელია, გარე სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს და ფართო პორტფელს ფლობს, რომელიც მოიცავს რეკლამის განთავსების უფლებებს ბილბორდებზე, მონიტორებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში.
ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ჩინეთი კოღოების მიერ გავრცელებული ვირუსის აფეთქების გამო COVID-19-ის ეპოქისთვის დამახასიათებელ ზომებს აღადგენს
ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ აცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს"
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
![]() რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|