2025-08-05 11:11:02, 667 ნახვა
საზოგადოება
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
![]() - ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში “ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე” ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარე სანაპიროზე, დამსვენებლებს სელფის სანაპიროს ახვედრებს. 3 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, სელფის მრავალფუნქციურ სივრცეში დაგხვდება ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა. გარდა ამისა, სელფის სანაპიროზე ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგ: ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები თავიანთ ჰიტებსაც შეასრულებენ. სელფის სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ლარად - ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეც. ფასდაკლებები. “ზაფხულის ეს ინიციატივა სელფის საკომუნიკაციო პლატფორმის - „ვილაპარაკოთ“ ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან გულწრფელი, ღია და ღირებულებაზე დაფუძნებული დიალოგი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია საინტერესო არტისტები და მათთან ერთად გაგვეგრძელებინა საუბარი მომხმარებლების მიერ შერჩეული თემების ირგვლივ. სელფის სანაპიროზე დამსვენებლებს დახვდებათ დროის საუკეთესოდ გატარებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის უამრავი სხვა აქტივობაც, მათ შორის თამაშები, კარგი მუსიკა - რაც მთავარია მოწესრიგებულ სივრცეში.” - აცხადებენ სელფი მობაილში.
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|