11:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-04 13:48:35, 1991 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - საპროცესო გარიგება ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია.

საპროცესო გარიგება  ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია.- ამის შესახებ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ბათუმში მიმდინარე სასამართლოს სხდომაზე თქვა.

იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა... დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხრადა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი" - ბათუმელების ცნობით, თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში.

21 ივლისს, საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარე მზად არის აქტიურად განიხილოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოაცხადებენ, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics