21:15 - 07 Aug, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-03 16:51:54, 2181 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შოვში მომხდარ ტრაგედიამდე ქვეყანაში მყინვარული მეწყერის პრეცედენტი არ არსებობდა.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიის მეორე წლისთავზე განაცხადა, რომ მეწყერის შედეგად დაღუპული უფროსებისა და ბავშვების ხსოვნა არ დავიწყებია და ჩვენი მოვალეობაა, ისინი გვახსოვდეს.

„ჩვენი მოვალეობაა, გვახსოვდეს დაღუპულები. ასევე ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

აქამდე მყინვარული მეწყრების მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ასეთი კვლევები არ ჩატარებულა. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება - შევისწავლით მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შესაბამისი რისკები.

<…> უახლოეს მომავალში შოვში ტაძრის მშენებლობა დაიწყება, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ხშირად ჩამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კობახიძემ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ შოვში, ტრაგედიის ადგილზე, ტაძარი აშენდებოდა. თუმცა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

დავამატოთ, რომ მყინვარული მეწყრები არის ყინულისა და თოვლის მასების სრიალი მთიან რაიონებში ფერდობზე გრავიტაციის გავლენით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ტემპერატურის ცვლილება, ყინულისა და თოვლის დნობა, სეისმური აქტივობა და ა.შ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით
ჯო უილსონი - ქართველები არასდროს დათმობენ თავიანთ სუვერენიტეტს
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ან სიყალბის ნაწილი ვართ
ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი