03:34 - 03 Aug, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 16:57:19, 721 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი ნინო დათაშვილზე - ეს არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება

ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით - ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი, ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი „საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე“.

„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით. ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამუნა გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.

შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილ უფროსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სალომე ზურაბიშვილი დათაშვილზე - ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია
სალომე სამადაშვილი ნინო დათაშვილზე - ეს არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი