14:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 12:29:56, 2808 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ

თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და მგონია, რომ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. შემდეგ სახლში მივდივარ და ვხედავ, რომ კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ხალხი დაიღუპა. შესაძლოა, მას [უკრაინის] მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა. მგონია, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება შეეცვალა თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა გაკვირვებული ვარ. არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხშირად ბევრს ლაპარაკობს და მის მიერ გაგზავნილი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს არიან.

„მსგავსი რაღაცები წარსულშიც უთქვამს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მიზნით რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics