2025-07-31 23:50:24, 2701 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე- ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას
![]() ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ყველა საქმეს სჭირდება მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიმე ერთის არ არსებობა შედეგს არ იძლევა. ბოიკოტი ეს საშუალება არ არის. დღეს კახა კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია. პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება - ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები. ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65 % ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25 % აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთვის“, ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას. თბილისი გასათავისუფლებელია! ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები და დიდი უპირატესობა ოპოზიციის სასარგებლოდ. „ქართული ოცნების“ დემონტაჟი უნდა დაიწყოს თბილისიდან, სადაც თუ ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი გავერთიანდებით, აუცილებლად მოვიგებთ! თბილისის გათავისუფლება გარანტირებულად ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და მოგებას დემოკრატიული ძალების მიერ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ჩინეთი კოღოების მიერ გავრცელებული ვირუსის აფეთქების გამო COVID-19-ის ეპოქისთვის დამახასიათებელ ზომებს აღადგენს
ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ აცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|