2025-07-31 19:43:42, 1749 ნახვა
საზოგადოება
ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა
![]() საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ხშირი გათიშვისთვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაუარესება 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მარეგულირებელი აქტისა და ლიცენზიის პირობების დარღვევად იქნა აღიარებული. „კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ყოველწლიურად აკონტროლებს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების დინამიკას, აანალიზებს მათ მიზეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასის“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები, მათ შორის, თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა და თითოეული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების საშუალო სიხშირე.“ კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის“ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე 11 740 გათიშვა მოხდა… რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის ლიცენზიით დაფარულ ტერიტორიაზე 74 504 გათიშვა მოხდა… საჯარო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ შემუშავდება ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე ინდიკატორები, რომელთა განხორციელება კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება“, - განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|