2016-03-21 16:45:10, 669 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2953 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2953 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.3157 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0204 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5877 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6105 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0228 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან