03:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 17:30:28, 1750 ნახვა

სამართალი
თავდაცვის სამინისტროს მითვისების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ წინასწარი პატიმრობის საკანში გადასცა.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სიძეს, ვასილ მხეიძეს, უკანონო მითვისების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

მისი თქმით, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პროკურორის თქმით, დაკავებულებმა არაერთხელ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და, კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი სასჯელის შიშით, რომელიც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაძლოა, მიიმალონ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურს და გიორგი ხაინდრავას ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ჯგუფურ ქურდობაში, ხოლო ვასილ მხეიძეს - ქურდობაში დახმარებასა და წაქეზებაში.

ბრალდების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის სიძის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შეძენისას განზრახ შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, აპარატის რეალური ღირებულება გაიზარდა, რის შედეგადაც ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარი მიითვისეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics