14:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-25 16:32:14, 3832 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას თავმჯდომარეზე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უმაღლესმა რადამ კანონპროექტი 31 ივლისს „ელვისებური სისწრაფით“ უნდა განიხილოს.

„ამ კანონპროექტის განხილვისას, მე მის დაუყოვნებლივ მიღებას და ასევე, მის დაუყოვნებლივ ხელმოწერას შევთავაზებ“, - განაცხადა სპიკერმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.

უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა. ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ დაამტკიცა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics