|
2025-07-24 11:33:48, 2521 ნახვა
საზოგადოება
ადგილიდან სადაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებენ სამი ადამიანი დააკავეს
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, 3 პირი დააკავეს. მათი პროტესტი ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლენისკენ მოუწოდა, ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი 3 პირი საპატრულო პოლიციის მანქანში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ისინი დააკავეს, თუ განარიდეს. ადგილზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა კორპუსის მაცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება. თბილისში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. "პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო სამსახური ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესულ 200-ს ოჯახს ასახლებს. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან მრავალშვილიანი ოჯახები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)