06:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 13:05:01, 1516 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული სკოლა ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

21 ივლისს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები შეხვდნენ.

სკოლის მოსწავლეებმა დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 4:4 დაასრულეს, პენალტების სერიის შედეგად კი, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის №180 საჯარო სკოლა გახდა.

ინფორმაციისთვის, წელს სასკოლო ლიგაში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში — შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა.

ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (.. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics