02:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:44:26, 517 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა. მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონიც აანთო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

"თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს  ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული  მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics