|
2025-07-17 13:16:05, 1406 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთიდან საქართველოს 27 მოქალაქე დეპორტირებულია
პოლონეთიდან 40 მოქალაქე იქნა დეპორტირებული, მათ შორის საქართველოს 27 და მოლდოვას 13 მოქალაქე. ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპორტაცია იძულებით განხორციელდა ევროპის სასაზღვრო სააგენტოსთან თანამშრომლობით. 40-ვე ადამიანი - 27 საქართველოს მოქალაქე და 13 მოლდოვას მოქალაქე - ქვეყნიდან 15 ივლისს განხორციელებული რეისით გააძევეს. როგორც პოლონური მხარე განმარტავს, 20 საქართველოს მოქალაქის და 9 მოლდოვას მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ქურდობისთვის 12-ჯერ იყო ნასამართლევი. დეპორტირებულთაგან ზოგიერთს ბრალი წაუყენეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაში, პოლონეთში ყალბი დოკუმენტებით შესვლასა და ევროპაში მიგრანტების უკანონო გადაყვანაში დახმარებაში - ეს ეხება მიგრანტებს, რომლებიც პოლონეთში ბელორუსიიდან შედიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)