2025-07-17 12:25:34, 2866 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ
![]() ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. "კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი არ წამოუჩინონ, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისთვის რა იყო დამახასიათებელი - ეს ულტიმატუმები ასე მოჩანს, რადგან ეს არის ულტიმატუმები. ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხედავდნენ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში დაცული იყოს ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ არის შესაბამისობაში ყველა კანონი და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის დღემდე ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხი და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ჩინეთი კოღოების მიერ გავრცელებული ვირუსის აფეთქების გამო COVID-19-ის ეპოქისთვის დამახასიათებელ ზომებს აღადგენს
ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ აცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ქალი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი. ვინ არის დამნაშავე?
ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი- რუსეთი ვიტკოფის კრემლში ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად არის მიდრეკილი ცეცხლის შეწყვეტისკენ
![]() უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
|