|
2025-07-15 18:52:44, 1554 ნახვა
პოლიტიკა
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას. მისი თქმით, შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ. “შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. პოლონეთმა უკვე გადაიტანა ყურადღება საქართველოს მთავრობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერიდან, რადგან საქართველომ აშკარად გადაუხვია ამ გზას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. ასევე, შევისწავლით დევნისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას… პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის [კაია კალასის] პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზეა - დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, რომ შეწყიტოს ოპოზიციის დევნა. შევხვდი პრემიერ-მინისტს, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებიც სრულიად ყალბად მეჩვენება და მხარს ვუჭერთ საქართველოს საზოგადოებას ევროპულ მისწრაფებებში. და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს - რაც ევროპისგან დამაშორებელი კურსია”, - განაცხადა სიკორსკიმ. ამასთან, პოლონელი მინისტრის თქმით, ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, არა ქართველ ხალხს. “კომუნისტურ პოლონეთში დავიბადე. ეს ავტორიტარული რეჟიმი იყო, თუმცა რაღაც პერიოდებში საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებას გვაძლევდა. მაგ დროს ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინსაც, რომლებიც უვიზო წვდომას გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის ფანჯარა იყო მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები იმათ უნდა დაუწესდეთ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, და არა ქართველ ხალხს”, - განაცხადა სიკორსკიმ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)