|
2016-03-21 12:18:34, 496 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში გამართულ ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“საქართველოსაპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing). ათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და„ბოლერო“. სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში (Luzhou) ვიზიტის დროს,საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში,ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შედიოდნენ კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ გამოფენაზე -სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს ღვინისა დაკვების საერთაშორისო გამოფენა „The 94th China Food & Drinks Fair“ იმართება. ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)