00:05 - 08 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 19:37:05, 245 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური AI სამიტი Change Inspire ჩატარდა

4 ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიურ კონფერენცია, Change Inspire-ს ჩატარდა.

Change Inspire, უკვე მეექვსედ გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია კი სრულიად მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა. ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ქონდათ, 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური ქეისები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან.

ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვები. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში.

საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების Game Change პარტნიორი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა. მათ აუდიტორიას ინოვაციური ხედვები წარუდგინეს, ასევე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.

კონფერენციის სამი ძირითადი სივრცე — Champions Stage, Tech Deep Dive და Workshop Stage — დამსწრეებს აძლევდა შესაძლებლობას, აერჩიათ როგორც მრავალფეროვანი გამოსვლები, ისე ტექნიკური სესიები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გარდატეხებს როგორც ბიზნესისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. Change Inspire-ზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემები ასახავდა იმ მრავალმხრივ პროცესს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული ­- რომელსაც ჩვენი გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს და რომლის შედეგად ჩვენ ახლახან Global Finance-ის „AI in Finance” დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლესა და ინოვაციას შევთავაზებთ საზოგადოებას”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
19 ივლისს, თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
გიორგი რამიშვილი 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დუმილი და უმეცრება: აჭარის ხელისუფლება თვალს ხუჭავს თორნიკე რიჟვაძის ტრაგედიაზე
რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა გათავისუფლებისთანავე თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი