|
2025-06-30 10:25:13, 2917 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს
ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია, რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯურაჯ ბლანარის განცხადებას, რომლის თქმითაც შესაძლოა, რუსეთს უნდა აპატიონ ყველაფერი, რაც მოხდა. „ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია. გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას, დანაშაულის გამო, დასჯის ნაცვლად აპატიებენ. რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს და მათ, ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავთ, არ აქვთ უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთონ“, - წერს სიბიგა. ცნობისთვის, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება და რომ ასეთი კონფლიქტების აცილება „დიპლომატიური საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით“ უნდა მოხდეს. „დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და ვეძებოთ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა იპოვოს გზა რუსეთთან თანამშრომლობისთვის „და შესაძლოა, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა“.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)