|
2025-06-28 17:08:48, 916 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - დეკრატიის და თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა
„ატლანტიკური საბჭო“ არის ძალიან ავტორიტეტული დასავლური კვლევითი ორგანიზაცია, მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 12-წლიანი უწყვეტი პროგრესით საქართველო დეკრატიის და თავისუფლების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევებით, საქართველო კანდიდატ წევრ ქვეყანას უსწრებს. „ჩვენი მოქალაქეების აკვირდებიან, რა იყო 12 წლის წინ და რა ხდება 12 წლის თავზე ქვეყანაში, როდესაც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ხედავენ, როგორი მოპყრობაა ციხეებში პატიმრების მიმართ და ა.შ. ყველაფერი არის კარდინალურად, 180 გრადუსით შეცვლილი. დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა ინდექში, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს მოქმედ წევრ ქვეყნებსაც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა. „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)