07:35 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 15:58:48, 666 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება

საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თარიღსა და სამუშაო პროცესის ვადებზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ასევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ინტერპარტიული ჯგუფიდან სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაერთვება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მუდმივ ინფორმირებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები აღჭურვილნი იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების მანდატით და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეულ წინადადებათა პაკეტი, რომლის განხილვა სამუშაო ჯგუფის პირველსავე სხდომაზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics