|
2025-06-28 10:39:19, 733 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, – თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ. პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას“. „რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე თავად ამოხდებათ სული იქ“, – თქვა პუტინმა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველას აგრესიულ თეზისად 2022 წლის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მოჰყავს, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, ამაზე არავინ საუბრობს. პუტინის თქმით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი მოატყუეს, თითქოს ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. „ჩვენ არავინ გვისმენდა. ისინი ამ მიმართულებით მოძრაობდნენ. განა ეს აგრესიული ქცევა არ არის? ეს არის აგრესიული ქცევა, რისთვისაც დასავლეთს ყურადღების მიქცევა არ სურს“, – თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც. „მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრის შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრა უნდა მომზადდეს“, – თქვა პუტინმა. ტრამპზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პატივს სცემს. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დაბრუნებისას.
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)