22:08 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 21:10:52, 767 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ს მომხსენებლები - საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ.

„ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში „ფაქტების დამდგენელი ვიზიტის“ განხორციელებას გეგმავენ, რაც მათი ძალისხმევის ნაწილი იქნება „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად“ და „ქვეყანაში ყველა აქტორთან ღია დიალოგში ჩასართავად“, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებების სრული პატივისცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics