|
2025-06-27 17:24:22, 846 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კრიმინალების ადგილი არ არის!
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართება - კომისიის მუშაობა შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს! ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კრიმინალების ადგილი არ არის! - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები“. კობახიძემ საგამოძიებო კომისიას პარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა. “გვახსოვს, რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. ეს რეჟიმი თავიდან ბოლომდე კრიმინალზე იდგა. ადამიანებზე ზრუნვა არავითარი პრიორიტეტი არ იყო. პირიქით, მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო. სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლის შემდეგ. შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ, რომ ვიღაც-ვიღაცებს ქვეყნის გარედან ხელისუფლებაში ასეთი ადამიანების დაბრუნება სურდათ. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ საარჩევნო-სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა. ქართველ ხალხს - ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან - ვერავინ აიძულებს, რომ ხელისუფლებაში კრიმინალები დააბრუნოს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში - განსაკუთრებით თეა წულუკიანს, რომელიც არის კომისიის ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა. ფართო საზოგადოებას შეიძლება ავიწყდებოდეს დანაშაული, რომლებიც თავის დროზე იქნა ჩადენილი. ჩვენც, ვინც პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ ვართ ჩართული, შეიძლება ემოციურ დონეზე გვავიწყდებოდეს დანაშაულები და დანაშაულების მასშტაბი, რასაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)