2025-06-26 21:10:13, 260 ნახვა
პოლიტიკა
პეტრა ბაირი - „ქართული ოცნებაზე“ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები
![]() „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. „ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - განაცხადა მან. პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს. „დღემდე ქვეყანაში საპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლოგბლის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო. „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია. არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მან.
სტივენ გეთინსი - გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის თავისუფლებისთვის
პერან მუნი - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას
ალბანა ვოკში - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება
ოლექსი გონჩარენკო - რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად
|
რედაქტორის რჩევით
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
![]() გაღარიბებული ქვეყანა, მილიონერი ეკონომიკის მინისტრი - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს
![]() გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|