2025-06-26 20:31:15, 258 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ შავთელის ქუჩაზე ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
![]() საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, თბილისში, შავთელის ქუჩა №13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ პირს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. „სამართალდამცავებმა სამივე პირი იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტივენ გეთინსი - გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის თავისუფლებისთვის
პერან მუნი - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას
ალბანა ვოკში - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება
ოლექსი გონჩარენკო - რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად
|
რედაქტორის რჩევით
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
![]() გაღარიბებული ქვეყანა, მილიონერი ეკონომიკის მინისტრი - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს
![]() გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|