2025-06-26 17:16:55, 219 ნახვა
სპორტი
ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს
![]() საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში იმყოფება, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა. ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება. მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია: ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე. საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს: საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისი ესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისი გერმანია Vs საქართველო | 28 ივნისი საქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს. #ერთადგავიმარჯვებთ
პერან მუნი - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას
ალბანა ვოკში - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება
ოლექსი გონჩარენკო - რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად
პეტრა ბაირი - „ქართული ოცნებაზე“ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები
|
რედაქტორის რჩევით
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
![]() გაღარიბებული ქვეყანა, მილიონერი ეკონომიკის მინისტრი - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს
![]() გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|