21:43 - 26 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 16:01:15, 247 ნახვა

სამართალი
ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ პროცესებს თავს

ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ის ადვოკატებისა და დანარჩენი ბრალდებულების შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გალუსტაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

„რაც შეეხება თქვენს აცილებას, ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ აქამდე კეთილი ადამიანის როლი, ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა და არა შეურაცხყოფა, ზემოდან გვიყურებთ - "მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ არ ხართ" - ასე გვეუბნებით რაღაცას - ვიტყვი ასე და ასე უნდა იყოსო. გეუბნებით, იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით, აგვიხსენით-მეთქი. წინა სასამართლოზე გითხრათ ადვოკატმა, ამ დღეს და ამ დღეს სხდომა არ ჩანიშნოთო, აქ ადვოკატი ითხოვდა, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც წუთი, წუთნახევარი უნდოდა, რისი უფლებაც არ მიეცით, გავიდა ორი საათი. ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს. მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ერთ რაღაცას გეტყვით ბოლოს, მართალ ადამიანს არ სჭირდება 20 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა, მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, განუმარტავენ, აუხსნიან",- განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანა ვოკში - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება
ოლექსი გონჩარენკო - რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად
პეტრა ბაირი - „ქართული ოცნებაზე“ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები
ერიკ-ნილს კროსი - სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივი სანქციები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი