2025-06-26 15:49:19, 238 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ
![]() გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მანდატების გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ „ბენეფიტებს”, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. „გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გააზრებულად არ შემოდიოდნენ, არ ესწრებოდნენ პარლამენტის სესიებს და არ მონაწილეობდნენ პროცესში, რა თქმა უნდა, კანონისა და შესაბამისი მუხლების მიხედვით მათ მანდატი უუქმდებათ, რაზეც პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდგომ, ისინი მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. არასწორი და მცდარია ნებისმიერი სხვა კონკრეტული ფაქტის მიბმა იმაზე, რომ ჩვენ რეგლამენტს აღვასრულებთ და როდესაც დეპუტატი აცდენს სხდომებს და არ ესწრება, უუქმდება მანდატი“, - განაცხადა წილოსანმა. კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.
სტივენ გეთინსი - გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის თავისუფლებისთვის
პერან მუნი - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას
ალბანა ვოკში - თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება
ოლექსი გონჩარენკო - რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად
|
რედაქტორის რჩევით
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
![]() გაღარიბებული ქვეყანა, მილიონერი ეკონომიკის მინისტრი - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს
![]() გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|