05:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 14:51:52, 865 ნახვა

ეკონომიკა
„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში" - თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მზის ენერგიის უახლესი გლობალური ტენდენციები და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი მიმოიხილა. კვლევის მთავარი მიგნებები თიბისი კაპიტალის გუნდმა სასტუმრო „ტელეგრაფში“ წარადგინა, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ფორმატის ღონისძიება ახლადგახსნილ ლოკაციაზე პირველად სწორედ თიბისისთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან - ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია - 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.

მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.

თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზის ენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  

მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics