18:13 - 26 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 14:43:15, 256 ნახვა

სამართალი
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს, თუ საქართველოში ეროვნულ დონეზე ვერ მოხდა უფლებების დაცვა, საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ.

„გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა. ასევე, წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. როგორც გახსოვთ, 2 თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჩვენი საჩივარი ეხება იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, ყველა ამ მუხლთან დაკავშირებით საქართველოსთან კომუნიკაცია დაწყებულია.

„კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამ დარღვევებს ეხება არსებითად ეს საქმე“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა
Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ზე - თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით
ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი