|
2025-06-26 13:07:43, 749 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს - ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ
ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას ძალადობა, უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა არ შერჩება. „ქოცები“ დღესაც მანტრასავით იმეორებენ, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნებაო. ვის რაში სჭირდება თქვენი ინდულგენცია? მართლა ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგაგდოთ და რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? ფორმალურ „საფუძვლებს“ პოულობდნენ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც. მათაც ჰქონდათ მუხლები, კანონები, კომისიები, სასამართლოები… გგონიათ, ეს ძალადობა, ეს რეპრესიები უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა ასე ჩაივლის და შეგრჩებათ? მოიკითხეთ ავტოკრატების და მათი მსახურების ისტორიები. ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ, ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ“,- წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)