03:30 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 10:01:05, 758 ნახვა

ეკონომიკა
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობითა და ახალი ნომინაციით ხვდება. მასშტაბური პროექტის გვერდით დგანან ის ბრენდებიც, რომლებიც თავად ემსახურებიან ქვეყანაში ბიზნესსოციუმის განვითარებას.

ერთ-ერთი მათგანია „თეგეტა“-ქართული კომპანია, რომლის 30-წლიანი გამოცდილება, პროდუქტები და ხედვა თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან.

„ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება  შიდა რესურსების განვითარებით — იმ ადამიანების და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას - სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“,- ამბობს ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი.

ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება “თეგეტა ბიზნესი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

„ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობისნ ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, --განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, დაჯილდოება არა მხოლოდ პრიზების, არამედ ფიქრის ფორმატის შეცვლის სივრცეა — სადაც ბიზნესი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას.. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებს, არამედ როგორ მიდის მიზნამდე.

“პირადად ჩემთვის თითოეული წარმატებული ისტორია ღირებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯილდო — ეს არის პროცესი, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზონ საკუთარი გზა, გაიაზრონ მიღწევები და წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ისტორია ფართო საზოგადოებისთვის.ასეთი ინიციატივები ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი ვითარდება არა მხოლოდ ოპერაციულად. ისინი იწყებენ ფიქრს სტრატეგიაზე და ღირებულებაზე. პლატფორმა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო განვითარებისთვის“, -ამბობს ელენა კოხრეიძე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი