09:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 20:24:52, 1057 ნახვა

პოლიტიკა
ALDE Party - ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში, ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა

აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა , - ამის შესახებ განცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“ ავრცელებს.

„ალდე“ ითხოვს ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ქართველი ხალხი დემოკრატიას მოითხოვს, და მათ აჩუმებენ. ლიბერალები ჩუმად არ დარჩებიან. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი-საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics