09:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 13:01:17, 656 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როცა კანონს არღვევ

პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს.

„რაც შეეხება დაკავებულებს, მგონი, ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ კომისიაზე. პოლიტიკოსის, ან ნებისმიერი სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება და ყველა ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რას აღიარებს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით რომ იმართებიან გარედან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რას აღიარებენ და რას ფიქრობენ ისინი“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics